აქ იმიტომ ვარ, რომ ევროპელი ვარ და საქართველო ევროპაა და ევროპა საქართველოა. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის, გვქონდეს შესაძლებლობა, ჩამოვიდეთ აქ და გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზის მიმართ. [...]
შვედეთის მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, [ქართული ოცნებისთვის] სანქციების დაწესება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბევრი სხვა რამის გაკეთებაც შეგვიძლია.
ვფიქრობ, მათ შორის შეიძლება იყოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, ოცნების მთავრობისთვის დაფინანსების შეწყვეტა. ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვაც. და ქართველი ხალხისთვის ნათელი სიგნალის გაგზავნა, რომ ევროპა აქაა, ჩვენ არ ვკეტავთ კარს. ქართული ოცნება უკეტავს ევროპის კარს ქართველ ხალხს.
იანვარში სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრა გვაქვს, სადაც გამოვალ ინიციატივით, არ მივიღოთ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება ევროსაბჭოში, რათა უზრუნველვყოთ, რომ არ ვცნოთ არჩევნების შედეგების ქურდობა, რასაც საქართველოში ჰქონდა ადგილი. [...]
მე ქობულეთში თავად ვიყავი საარჩევნო დამკვირვებელი და შემიძლია ვთქვა, როგორც პირველწყარომ, რომ არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი.
[რადიო თავისუფლების სინქრონული თარგმანი]