ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ზურაბიშვილი: ადამიანის უფლებათა დარღვევად უნდა ჩაითვალოს სუსის დღევანდელი განცხადებაც

ასევე, ადამიანის უფლებათა დარღვევად უნდა ჩაითვალოს სუსის დღევანდელი განცხადება. ეს რაღაცა სცენარების დატრიალება, რომელიც მოიცავს გვამებს, არის პირდაპირ ადამიანების ფსიქოლოგიური დატერორება, იმ დროს, როცა გარეთ არის მხოლოდ მშვიდობიანი აქციები. როგორც გუშინ საღამოს ძალიან კარგად გამოჩნდა - როდესაც არ არიან არც ტიტუშკები და არც სხვები, ძალიან მშვიდობიანად ტარდება ეს აქციები და არაფერი ისეთი არ ხდება

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა აღნიშვნის დღეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. სუსის განცხადების თანახმად, დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ არშედგეს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი და ამ მიზნით განიხილება სიტუაციის მაქსიმალრუად დაძაბვა, რასაც 2-3 მსხვერპლი უნდა მოჰყვეს

კომენტარები