ინგოროყვას კლინიკის ექიმმა აქციიდან გადაყვანილი პაციენტების, მათ შორის ტვ პირველის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძისა და ოპერატორის, გიორგი შეწირულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ჩვენთან სულ აქციიდან შემოყვანილი იქნა ათი პაციენტი, ათივე პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები, მაღალტექნოლოგიური კვლევები, მიმდინარეობს ახლა კიდევ გამოკვლევები და ვნახოთ [...]
ათი პაციენტიდან სამი პაციენტი გაეწერა ბინაზე, ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ, ამ ეტაპზე არის ჩვენთან 7 პაციენტი". - თქვა ინგოროყვას კლინიკის ექიმმა.
ინგოროყვას კლინიკის ექიმის თქმით, ჩიხლაძეს და შეწირულს მსუბუქი თავის ტვინი შერყევა აქვთ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.
"მედიის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ მაღალტექნოლოგიური კვლევები და ვნახოთ
მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება [...]
ყველა სპეციალისტმა გასინჯა და მსუბუქი თავის ტვინი შერყევა აქვთ და ვნახოთ, დანარჩენი კვლევები დასრულდება და ალბათ მოგახსენებთ ხვალ დილით ან მოგვიანებით". - თქვა ექიმმა.
ინგოროყვას კლინიკის ექიმმა თქვა, რომ პაციენტებს დაზიანებები ძირითადად თავის, სახისა და მუხლის არეში აქვთ. მისივე თქმით, მათ თვალის დაზიანებები არ მიუღიათ.
"ძირითადად თავის არეში, სახის არეში, მუხლის არეში, ნუ, მიმდინარეობს ჯერჯერობით გამოკვლევები". - თქვა ექიმმა.
ექიმმა თქვა, რომ პაციენტები საავადმყოფოში მოთავსდებიან და დეტალური პასუხები, სავარაუდოდ, ხვალ საღამოთი გახდება ცნობილი.





