ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

POG: პოლიციელებზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ოთხ პირს ბრალი წარედგინა

პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელებზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობითვე, დაკავებულებს ა.კ.-ს და ს.ჯ.-ს ბრალდება 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ს.ს.-ს ბრალი - 11 წლამდე. სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე დაკავებულ ლ.ჩ.-ს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას აქციის ერთ-ერთი მონაწილე ა.კ. თავს დაესხა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 4 დეკემბერს, საღამოს საათებში, თავისუფლების მოედანზე, ბრალდებული ს.ს. თავს დაესხა პოლიციელს და თავის არეში ხელკეტის გამოყენებით დაზიანება მიაყენა.

ხოლო, 1-ელ დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, დანით შეიარაღებული აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ს.ჯ. თავს დაესხა პოლიციელს და მას ფიზიკურად გაუსწორდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 4 დეკემბერს, ღამის საათებში, „მზიურის“ პარკში ბრალდებულმა განზრახ დააზიანა თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის კუთვნილი 3 ცალი ვიდეო კამერა, რის შედეგადაც უწყებას მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიადგა" - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

კომენტარები