უკრაინა-საქართველო

კობახიძე უკრაინის სანქციებზე: უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს

სანქციების დაწესება არის თავისთავად ისეთი მოვლენა, რაც მეტყველებს უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე.

თქვენ გახსოვთ, თავის დროზე, 2022 წლის 1 მარტს უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია საქართველოდან ელჩი ორი მიზეზით, უფრო სწორად 2 საბაბით. პირველი იყო ის, რომ ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები და არ ჩამოვაქციეთ საკუთარი ეკონომიკა და სხვათაშორის მოლდოვამაც არ დააწესა სანქციები, მაგრამ მოლდოვიდან ელჩი არავის გაუწვევია და მეორე იყო ის, რომ ჩვენ უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ გავუგზავნეთ მოხალისეები, მებრძოლი მოხალისეები. [...]

აქედან გამოჩნდა რეალურად რაც იყო განზრახვა. იყო ასეთი გეგმა, რომ უნდა გახსნილიყო არა ერთი ფრონტი, არამედ ორი ფრონტი და რა თქმა უნდა, ამის გაგრძელება იყო ეს გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო. [...]

შემდეგ გამოაძევეს ჩვენი ელჩი უკრაინიდან, ის კაცი, რომელსაც 1 დღით არ დაუტოვებია კიევი ომის დაწყების დღიდან. გამოაძევეს რატომ? იმიტომ, რომ რუსეთი ჩვენი ხელით ბრჭყალებში, კლავდა სააკაშვილს წამებით საქართველოში. [...]

დღეს კიდევ უფრო მძიმეა უკრაინის ხელისუფლების მდგომარეობა და ის სავარაუდო გადაწყვეტილება რაზეც ვსაუბრობთ არის ამ მძიმე მდგომარეობის გამოძახილი.

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განკარგულებაზე, რომელიც უკრაინის მთავრობამ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების შესახებ მიიღო.

კომენტარები