უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ სანქციები დააანანონსა.
ამის შესახებ მან 4 დეკემბრის საღამოს მიმართვისას ისაუბრა.
"ჩვენ ვამზადებთ ჩვენს იურიდიულ რეაქციას და ევროპელებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად კონკრეტულ ქმედებებზე ვმუშაობთ. გავეცი დავალება, რომ შესაბამისი სასანქციო გადაწყვეტილებები მომზადდეს". - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ თქვა, რომ ქართული ოცნებას საქართველო რუსეთზე აშკარა დამოკიდებულების მიმართულებით მიჰყავს და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოს არ ეხება.
"ეს ვითარება საქართველოში, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი ერისა და მხოლოდ ჩვენი რეგიონის პრობლემა არ არის, თუ როგორ უბიძგებს ქვეყანას რუსეთზე აშკარა დამოკიდებულებისკენ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება". - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხელისუფლების მიერ პროტესტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები დაგმო. მისივე თქმით, კრემლის მხრიდან ქართული ოცნების შექება მიუთითებს, თუ "ვისთვის არბევს" პროტესტს ხელისუფლება.
"ეს უბრალოდ სამარცხვინოა, რა ზომებსაც იღებენ ახლა ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. როდესაც მოსკოვში საქართველოს ამ ხელისუფლებას უკვე აქებენ, ეს ნათლად აჩვენებს, ვისზე მუშაობენ ისინი ახლა თბილისში და პროტესტს ვისთვს არბევენ. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის არა". - თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ლიტვასთან ერთად, ლატვიასა და ესტონეთში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის შესვლა აეკრძალათ ბიძინა ივანიშვილსა და მისი რეჟიმის რიგ სამართალდამცავებსა და მაღალჩინოსნებს.
მანამდე, 2 დეკემბერს ბალტიის ქვეყნებმა საქართველოში ლეგიტიმური პროტესტის ჩამხშობ პირთა სანქცირების თაობაზე შეთანხმებაზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.