გვირტყამდნენ სახეში, მუცელში, ფეხებში. თავზე ჩემი საწვიმარი გადამაფარეს, რომ ვერაფერი დამენახა - ხელები ზურგს უკან გამიკავეს და ცემა დამიწყეს [...] დარტყმის დროს, გონება დავკარგე. უბრალოდ ჩამოკიდებული ვიყავი მათ ხელებზე და ყველა სპეცრაზმელი, ვინც ახლომახლო იდგა და არ ეზარებოდა, მოდიოდა და მირტყამდა. ამის შემდეგ, ცოტა გონზე მოვედი და საწვიმრის გადახდა ვცადე. რომ მიხვდნენ, გამოვფხიზლდი, ისევ გადამაფარეს, ხელები გამიკავეს და ჩემი ცემა განაგრძეს.
ასევე, შეგვყარეს სამარშრუტო ტაქსში. შემდეგ იქ "ლაითად" გვცემეს - გვირტყეს, დაგვამცირეს. დაგვემუქრნენ - "დუბინკით" გაუპატიურება - ყველანაირი ტიპის დამცირება, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ. გინებაზე ლაპარაკი აღარც არის [...] ჩასხდნენ მანქანაში, შუქი ჩააქრეს და ჩვენი ცემა დაიწყეს. შუშებიც დაბურული იყო და არაფერი ჩანდა. თავში რამდენჯერმე რომ დამარტყეს, გონება ისევ დავკარგე. როცა გონზე მოვედი და შუქი ანთებული იყო, საწვიმარში ჩემივე სისხლით იყო გუბე დამდგარი.