გუშინწინ საზოგადოებამ სალომე ზურაბიშვილის განცხადება მოისმინა, სადაც ის მოწოდებებს სკოლის მოსწავლეებთან მიმართებაში აკეთებდა. არ ვიცი, წარმოუდგენელი რაღაცები ხდება. ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ ქვეყნის პრეზიდენტი ჰქვია, ბავშვებს, არასრულწლოვნებს მოუწოდებს, რომ საპროტესტო აქციებსა და პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ. მე მგონი, ეს ადამიანი საერთოდ ვეღარ აზროვნებს და წყობიდან არის გამოსული. იმიტომ, რომ ის ქმედებები, რასაც მისი მხრიდან ვხედავთ, წარმოუდგენელია. ეს პირდაპირ იმაზე მეტყველებს, რომ ზურაბიშვილი საქართველოს არ წარმოადგენს და სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. საზოგადოება მის ქმედებებს შესაბამის პასუხს გასცემს.
tbl.ge/6zr1
დაკოპირდა

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა, რომ უნივერსიტეტების შემდეგ, სკოლების ჯერია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, აქციების მიმართ სოლიდარობა გამოხატონ.
მე-6 დღეა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები აპროტესტებენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანება 4 წლით შეაჩერა.
ამავე თემაზე
- კობახიძე: ჩვენ ევროკავშირს ღია და გამჭვირვალე დიალოგს ვთავაზობთ
- შაჰინი და რიში: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას
- ნიდერლანდების საგარეო აქციების წლისთავზე: ვაღიარებთ ქართველი ხალხის სიმტკიცეს
- ნორვეგიის საგარეო აქციების წლისთავზე: უკანონოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ
- მაკკლირი: ქართველებს მხარი უნდა დავუჭიროთ, საქართველო პუტინის ჰიბრიდული ომის ფრონტის ხაზზეა




