ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

რუტე აქციებზე: ძალადობის შესახებ ცნობები შემაშფოთებელია და ცალსახად ვგმობ

ძალადობის შესახებ ცნობები ღრმად შემაშფოთებელია და მათ არაორაზროვნად ვგმობ. მოვუწოდებ მთავრობას, გააკეთოს ყველაფერი, რათა მშვიდობა და სტაბილურობა აღადგინოს და ვფიქრობ, რომ ეს ყველა ქართველის ინტერესში შედის.

NATO არის ალიანსი, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიასა და ღირებულებებზე, რომლებიც თავისუფლებასა და დემოკრატიას ეფუძნება, როგორც ცნებას, თუმცა ასევე როგორც ყოველდღიურ რეალობას. მტკიცედ მწამს, რომ ჩვენი კოლექტიური მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველს ეს ღირებულებები წარმოადგენს. 

ახლა ვხედავ, რომ მოკავშირეები ნათელყოფენ, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას ან დემოკრატიის წინ წაწევას, ასევე [...] EU-სა და NATO-ში მეტ ინტეგრაციას, ასე ვთქვათ, ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, (რედ. - მიუღებელია), ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ დარჩეს იმ გზაზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ აირჩია, მას აქტიურად გაჰყვეს და უკან არ დაიხიოს

თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ პრესკოფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

კომენტარები