საქართველო-აშშ

კობახიძე: აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის გზავნილები არის სრულ თანხვედრაში ჩვენს გზავნილებთან

ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ყველაზე მეტად უპირისპირდებოდა ჩვენთან ორ კანონს - ეს იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი. დღეს უკვე დააანონსა ახალმა ადმინისტრაციამ თავად მიიღებენ ანალოგიურ კანონს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ. რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს, ახალი ადმინისტრაცია თავად საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელიც არის დაკავშირებული უცხოური დაფინანსების გაუმჭვირვალობასთან, მათ შორის.

თავიდან ბოლომდე, ახალი ადმინისტრაციის გზავნილები არის სრულ თანხვედრაში ჩვენს გზავნილებთან, მათ შორის იმ ორ კანონთან, რომლებიც ჩვენ მივიღეთ ამ პერიოდის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს ამყარებს ჩვენს რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ 20 იანვრის შემდეგ ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება თვისებრივად შეიცვლება. ჩვენ გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა. 

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობასთან დაკავშირებით. 

კომენტარები