სოციალურ ქსელში მოქალაქეები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ გუშინ აქციაზე, დაშავებული 22 წლის ბიჭი, რომელსაც თვალში, სავარაუდოდ, გაზის კაფსულა მოხვდა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც ტაბულას ინგოროყვას კლინიკაში უთხრეს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმი კომენტარს 14:30 საათზე გააკეთებს.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავდაპირველად მოქალაქე ეკა თირქიამ დაწერა რომ დაშავებულს წუხელ ერთი ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა თვალის ბუდის შეშუპების გამო ოპერაცია ბოლომდე ვერ დასრულდა:
"ამ ეტაპზე , ერთი ოპერაცია გაუკეთდა მაგრამ,თვალის ბუდის შეშუპების გამო ბოლომდე ვერ დაასრულეს....დილამდე დააძინეს და დინამიკაში ნახავენ ,შეძლებენ თუარა ოპერაციის გაგრძელებას....აქვს ღია ჭრილობა და ინფექციის დიდი რისკია,მართალია ყველაფერს აკეთებენ რომ,ეს არ მოხდეს და იმედია ღმერთი გადმოგვხედას...აქვს ტვინის დაზიანებაც...", - წერს თირქია.
მოგვიანებით ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმაც:
"22 წლის ა.თ. რეანიმაციულში გადაიყვანეს!! :((
კომაშია!!
გუშინ, სპეცრაზმელებმა, თვალში მოარტყეს გაზის კაფსულა.
მთელი ღამე ოპერაციას უკეთებდნენ.
ახლა მთელმა საქართველომ მისი გადარჩენისთვის უნდა ვილოცოთ!!!
ახლა ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია!", - წერს ჟორჟოლიანი.
ასევე იდენტური შინაარსის პოსტები ვრცელდება საკომუნიკაციო ჯგუფ დაიტოვეშიც.





