ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ევროპა საქართველოს მთავრობის მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებს – შტაინმაიერი

Agence France-Presse

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარში ქართული სამოქალაქო საზოგადოების მიმართ სოლიდარობა გამოხატა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო. 

ამის შესახებ შტაინმაიერის სპიკერი, სერსტინ გამელინი X-ზე წერს

"საქართველოს მთავრობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ტოვებს, რომლის ვალდებულებაც საქართველომ კონსტიტუციით აიღო. ევროპა მთავრობის მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებს, თუმცა ის კვლავ ღია რჩება მოქალაქეთა ევროპული მისწრაფებებისთვის". - თქვა შტაინმაიერმა ზურაბიშვილთან საუბრისას გამელინის თანახმად. 

კომენტარები