ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

პაპუაშვილი აქციებზე: პროტესტს შინაარსი და საფუძველი არ აქვს

აქციები მშვიდობიან ფორმას უნდა დაუბრუნდეს. ჩემი შთაბეჭდილებით, აქციებზე იმიტომაც არ არის არანაირი პოლიტიკური მიმართვები და არ გვაქვს დემონსტრაცია, სადაც საკუთარ მოსაზრებებს თუ პროტესტს გამოხატავენ, რადგან სინამდვილეში, როგორც კი საუბარზე გადავლენ, მიხვდებიან, რომ მათ პროტესტს შინაარსი და საფუძველი არ აქვს. 

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე, სადაც მოქალაქეები ქართული ოცნების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა.

კომენტარები