ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

რადიო თავისუფლების პროდიუსერი აქციაზე დააკავეს

რადიო თავისუფლების პროდიუსერი, ბექა ბერიძე
რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების ცნობით, გამოცემის პროდიუსერი, ბექა ბერიძე, 3 საათზე, აქციაზე პოლიციამ დააკავა, რის შემდეგაც მის ადგილსამყოფელს 4 საათის განმავლობაში ვერ არკვევენ.

გამოცემა წერს, რომ ბერაძე ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე დააკავეს, მანამდე კი აქციაზე მეგობართან და ძმასთან, თორნიკე ბერიძესთან ერთად იყო. თორნიკე ბერაძე გამოცემის თანამშრომლამდე რამდენიმე წუთით ადრე დააკავეს, ახლა კი ავჭალის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

რადიო თავისუფლების თანახმად, ვიდეომასალა აქვთ, რომელშიც ბერაძე დაკავებამდე პოლიციელებს ეკითხება, თუ რაზე არ დაემორჩილათ.

კომენტარები