სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო.
დემონსტრანტები ქართული ოცნების მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებას აპროტესტებენ.
ივანიშვილის რეჟიმის მცველი ძალოვანები დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებენ.
დემონსტრანტები ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთაველის მეტროს მიმართულებით მიემართებიან.





