ეროვნული ბანკის თანამშრომლების გავრცელებული განცხადების მიხედვით, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და არ შეესაბამება ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას - გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. განცხადებას ამ ეტაპზე ბანკის 174 თანამშრომელი აწერს ხელს.
"28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოღების თაობაზე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და არ შეესაბამება ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას - გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები მხარს ვუჭერთ ქვეყნის ევროინტეგრაციის უწყვეტად და შეუქცევადად განხორციელებას" - წერია ეროვნული ბანკის თანამშრომლების განცხადებაში.





