ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

დაუშვებელია, სახელმწიფო ძალის ენით ელაპარაკებოდეს მოქალაქეებს! - ეთნიკური საბჭო

სპეცრაზმი არბევს მშვიდობიან დემონსტრანტებს, 30 ნოემბერი, 2024

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წევრები განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც ისინი ბოლოდროინდელ საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას გმობენ. 

"სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური საბჭო (საბჭოს წევრები), უპირველეს ყოვლისა, ვგმობთ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას, - დაუშვებელია სახელმწიფო ძალის ენით ელაპარაკებოდეს საკუთარ მოქალაქეებს!

ამავდროულად, ეთნიკური საბჭო უდიდეს საფრთხეს ხედავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში.

ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა, თანასწორუფლებიანობა, სამოქალაქო ინტეგრაცია, ხანგრძლივი მშვიდობა ღირსეული ცხოვრების საფუძვლებია და ყოველივე ამის მიღწევა, დღესდღეობით, შესაძლებელია მხოლოდ ევროპული ტიპის პლურალისტური დემოკრატიული მმართველობის პირობებში". - წერია საბჭოს განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ:

1. სამირა ისმაილოვა, სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა

2. ზაზა კალაშოვი - საქართველოს ქურთული ასოციაცია რონაი

3. არნოლდ სტეფანიანი - მრავალეთნიკური საქართველო

4. რიმა გარიბიანი - ღია საზღვრები

5. გიორგი ტუმასიანი - საქართველოს სომხური სათემო პლატფორმა

6. ელნურ ალისოი - სოლიდარობის მოძრაობა

7. ალექსანდრე ქავთარაძე - საქართველოს უდიები

8. ჯეიჰუნ მუჰამადალი - წითელი ხიდი

9. რავშან ზიადალიევი - სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი

10. ნაზელი დემურჩიან - სამცხე-ჯავახეთის ქალები მშვიდობიანი საქართველოსთვის

11. მარი არაქელოვა - ქართელ სომეხთა კავშირი

 

კომენტარები