პარტია გახარია - საქართველოსთვის თამვჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ 27 ნოემბერს, გადაცემა ღამის კურიერში გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მეზვრიშვილის თქმით, პაპუაშვილის გუშინდელი ეთერი ღამის კურიერში არის "დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ.
"შალვა პაპუაშვილის გუშინდელი სრული ეთერი რუსთავი 2-ზე არის დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ.
მითუმეტეს, ეს გააკეთა არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმურად არჩეულმა თავმჯდომარემ.
როდესაც ქვეყანაში აღდგება კონსტიტუციური წესრიგი და იქნება მართლმსაჯულების დამოუკიდებელი სისტემა, ამ ადამიანის ბრალდება სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულზე, იქნება გარდაუვალი.
კი, ეს იქნება სამართლიანი მართლმსაჯულება, რათა ვერავინ ვეღარასოდეს გაბედოს ამ ქვეყანაში ის, რაც მან გაბედა.
არ დაგვავიწყდეს, დანაშაულთა ერთობლიობა აქვს (ძალადობისკენ მოწოდების საქმეც პროკურატურაში თაროზე დევს)". - წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში





