დონალდ ტრამპი

სასამართლომ ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული 2020 წლის არჩევნებში ჩარევის საქმე შეაჩერა

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Al Drago / Bloomberg via Getty Images file

აშშ-ს საოლქო მოსამართლე ტანია ჩუტკანმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული 2020 წლის არჩევნების საქმე შეაჩერა.

ჩუტკანს საქმის შეწყვეტის მოთხოვნით სპეციალურმა პროკურორმა ჯეკ სმიტმა შესაბამისი განცხადებით მიმართა. 

"კონსტიტუცია მოითხოვს ამ საქმის გაუქმებას ბრალდებულის ინაუგურაციამდე". - დაამატა სმიტმა სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტში.

შეჩერებულ საქმეში დონალდ ტრამპს 2020 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის და შედეგზე ზეგავლენის მცდელობა ედებოდა ბრალად. 

ტრამპის წინააღმდეგ კიდევ ერთი ფედერალური საქმეა აღძრული, არჩეულ პრეზიდენტს საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევა ედება ბრალად. სმიტმა ამ საქმის შეჩერებაც მოითხოვა.

კომენტარები