გურჯაანი

გურჯაანში ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი მოკლეს. მომხდარი ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. 

მედიაში გავრცელებული ცნობებით, მამაკაცებმა ერთმანეთს გაუხსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც დაიღუპნენ. ინფორმაცია დადასტურებული არ არის. ამავე ცნობებით, მომხდარში არ ფიგურირებს მესამე პირიც. 

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლითაა დაწყებული, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ადამინის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

კომენტარები