გურჯაანი

გურჯაანში მკვლელობაში ბრალდებულის სახლი დაწვეს

Tabula

გურჯაანში მკვლელობაში ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი დაწვეს. სახლი 35 წლის ბექა ჯანიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, კოლა გაბიტაშვილს ეკუთვნოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

4 სექტემბერს 35 წლის ჯანიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული 85 წლის კოლა გაბიტაშვილია. ის პოლიციამ ადგილზე დააკავა.

კომენტარები