გურჯაანი

გურჯაანში ცოლ-ქმარს სანადირო თოფიდან ესროლეს, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

Tabula

გურჯაანში მკვლელობა მოხდა – ცოლ-ქმარს სანადირო თოფიდან მეზობელმა ესროლა, ქალი ადგილზე გარდაივალა, კაცი კი კლინიკაშია გადაყვანილი. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, სამეზობლო დავის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრებ ბიძაშვილსა და მის მეუღლეს 1950 წელს დაბადებული ა.ზ-მ სანადირო თოფიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. ის სამართალდამცველებმა მალევე, სოფელ გურჯაანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მინდორში დააკავეს.

უწყების ცნობით, ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები