რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინელებმა კურსკში რუსული С-400-ის რადიოლოკაციური სადგური გაანადგურეს

С-400-ის რადარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, კურსკის ოლქში განადგურებულია რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა С-400-ის რადიოლოკაციური.

ანგარიშში წერია, რომ უკრაინელებმა კურსკის ოლქში, რუსეთის ფედერაციის მე-6 არმიის 1490-ე საზენიტო სარაკეტო პოლკის პოზიციებზე მიიტანეს იერიში.

"აღსანიშნავია, რომ რუსეთს ფედერაციის ჯარის ხსენებული ქვედანაყოფი "მიწა-მიწის" რეჟიმში იბრძოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა სახმელეთო, უძრაო ობიექტების განადგურება იყო". – წერია გაერთიანებული შტაბის ანგარიშში.

მსგავსი რადიოლოკაციური სადგურის ღირებულება საშუალოდ $200 მილიონი დოლარია.

 

კომენტარები