ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გმირთა მოედანზე შეკრებილ პროტესტის მონაწილეებს ხვალინდელი დღის გეგმა გააცნო.
"მინდა გაგაცნოთ პუნქტობრივად პროდასავლური ოპოზიციის საერთო განცხადება.
ხვალ, 24 ნოემბერს საღამოს 9 საათზე ყველა ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე. პარალელურად შემოგვიერთდება რეგიონებიდან მსვლელობები, რომლებიც ემზადება და დაგეგმილია.
9 საათზე შეკრების შემდგომ, მსვლელობით გავემართების საქართველოს პარლამენტისკენ, სადაც ვაპირებთ დავრჩეთ ხვალინდელი ღამე.
პარალელურად, აღმოსავლეთ საქართველოდან ჩამოსული ავტომობილები თავისუფლების მოედანზე და დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული ავტომობილები რესპუბლიკის მოედანზე, შემდგომი ღამის მანძილზე, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მსვლელობას მოაწყობენ მთელი თბილისის მასშტაბით იმისთვის, რომ მაქნანების მსვლელობით გამოვაფხიზლოთ თბილისი და მოვუწოდოთ ყველას, რომ მოხვიდეთ რუსთაველზე" - თქვა ვაშაძემ.
ოპოზიციური პარტიების ორგანიზებული აქცია დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 15:00 საათზე იყო დაანონსებული. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლეს.





