გუშინ, 20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე აქციის დარბევის დროს დაკავებული სამი პირის საქმე განიხილა, ორ მათგანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მესამე დააჯარიმა.
აქტივისტი ირაკლი ანდღულაძე საქალაქოს მოსამართლემ, ლელა ცაგარეიშვილმა 2 700 ლარით დააჯარიმა.
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ აქტივისტ ისაკო დევიძეს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა დავით წოწორიას მოსამართლე ნინო ენუქიძემაც.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, პოლიციამ სულ 16 ადამიანი დააკავა - 3 მათგანი ხელწერილით გაათავისუფლეს, დანარჩენები კი ამ დრომდე ზაჰესის იზოლატორსა და დიღმის სამმართველოში რჩებიან.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ეს ადამიანები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე აქციაზე დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ მათ ნაწილს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა. უფლებადამცველების თქმით, ამ დროისთვის ყველა დაკავებულის მონახულება ვერ მოახერხესეს და ისინი ამას ეტაპობრივად გააკეთებენ.