ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 16 პირი დააკავა. აქედან, 3 მათგანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
დღეს, 19 ნოემბრის დილას პოლიციამ თსუ-ს 1-ელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს.





