რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ ღამეს თავდაცვის ძალებმა უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში 50 უკრაინული დრონი მოიგერიეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსულმა სისტემებმა "გაანადგურა ან ჩამოაგდო 44 უკრაინული დრონი". უწყების ცნობით, დრონების დიდი ნაწილი ნოვგოროდის რეგიონში გაანეიტრალეს. დარჩენილი ნაწილი კი კურსკის, ბელგოროდის, ბრიანსკისა და მოსკოვის რეგიონებში.
ამასთან, სამარის რეგიონის გუბერნატორის, ვიაჩესლავ ფედორიშჩევის თქმით, სამარის რეგიონის თავზე რუსულმა ძალებმა დამატებით 6 დრონი ჩამოაგდეს. მისი თქმით, იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.





