არჩევნები 2024

კალაძე: ზურაბიშვილი ცდილობს, როგორმე შეინარჩუნოს თანამდებობა, თუმცა, 5 პარასკევი დარჩა

სალომე ზურაბიშვილს თავისი თავი ადარდებს, რეალურად მას არც ქვეყანა აინტერესებს, არც ქვეყნის ბედი. რა იქნება საქართველოში, ამის ინტერესი საერთოდ არ აქვს. მისი მცდელობაა, როგორმე შეინარჩუნოს თანამდებობა, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ხუთი პარასკევი აქვს დარჩენილი...

ეს [პრეზიდენტის საკონსტიტიციო სარჩელი] ჩვეულებრივი სისულელეებია. ამ ადამიანებს არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ. თუკი მართლა რაიმე იყო არასწორად გაკეთებული, თუკი ვინმემ არჩევნები გააყალბა, როგორც თვითონ ამბობენ, ერთი ფაქტი წარმოადგინონ, ხომ შეიძლება? მაგრამ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. უბრალოდ მიმდინარეობს ეს სპეკულაციური განცხადებები, რომელიც გაჯერებულია სიცრუით.

[სალომე ზურაბიშვილის] მიზანი არის მარტივი - როგორმე დააზიანოს ქვეყნის იმიჯი. ის არის გავლენების ქვეშ მოქცეული ადამიანი, მას ჰყავს პატრონები და რასაც უბრძანებენ, იმას აკეთებს. როდესაც ხარ აგენტი, სხვა გამოსავალი არ გაქვს - რასაც გეტყვიან, ის უნდა გააკეთო. კითხვის დასმის უფლებაც არ გაქვს. აი, დღეს ამ რადიკალების სახით ვხედავთ მოღალატეებს, აგენტურას, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებენ.

თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტის განცხადებაზე.

კომენტარები