ირანი-რუსეთი

ევროკავშირმა ირანს რუსეთისთვის რაკეტების მიწოდების გამო ახალი სანქციები დაუწესა

ირანული ბალისტიკური რაკეტები, 2023 წლის აგვისტო
Reuters

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანში შვიდი პირისა და შვიდი დაწესებულების წინააღმდეგ ახალი სანქციები მას შემდეგ დაამტკიცეს, რაც უკრაინის დასავლელმა მოკავშირეებმა ირანს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებაში დასდეს ბრალი.

სანქციები, რომლის შესახებაც პირველად ექსკლუზიური ინფორმაცია გამოცემა რადიო თავისუფლების ირანულმა სამსახურმა, Radio Farda-მ, გაავრცელა, იმ კომპანიებსა და ინდივიდებს ეხება, რომლებსაც რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდებაში ედებათ ბრალი, მათ შორის ირანის საჰაერო გადაზიდვების კომპანია Iran Air, ასევე ავიახაზები Saha Airlines და Mahan Air.

ხოლო დასანქცირებულ პირებს შორის არიან ირანის თავდაცვის მინისტრის მიადგილე, საიდ ჰამზა გალანდარი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის "ყუდსის ძალებისა" და სხვა დანაყოფების მაღალჩინოსნები, ისევე როგორც ირანის თვითმფრინავების მრეწველობისა (HESA) და საჰაერო-კოსმოსური მრეწველობის ორგანიზაციის (AIO) დირექტორები.

სანქციების ქვეშ მოყოლილი ობიექტებს ახლა აქტივების გაყინვა და სავიზო აკრძალვები ემუქრებათ. ამასთანავე, სანქციების სიაში შესულთათვის, პირდაპირ თუ ირიბად, ფინანსების ან ეკონომიკური რესურსების გამოყოფაც იკრძალება.

მანამდე, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ გამოაცხადეს, რომ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს უგზავნიდა და საპასუხოდ სანქციები დააანონსეს.

10 სექტემბერს ირანიდან ფიზიკურ პირებსა და იურიდიულ სუბიექტებს სანქციები აშშ-ს სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტებმაც დაუწესეს. მიზეზი ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების პროცესებში აღნიშნული სუბიექტების პირდაპირი მონაწილეობა იყო. 

კომენტარები