დიდი ბრიტანეთი-ირანი

დიდმა ბრიტანეთმა ირანულ კომპანიებს რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო სანქციები დაუწესა

18 ნოემბერს დიდმა ბრიტანეთმა ირანულ საჰაერო და საზღვაო გადაზიდვების კომპანიებს სანქციები რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების გამო დაუწესა.

ბრიტანეთის თქმით, ირანის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ კომპანიებს, Iran Air და Islamic Republic of Iran Shipping Lines (IRISL) რუსეთისთვის უკრაინის ომში გამოსაყენებლად იარაღის მიწოდების გამო აქტივები გაეყინებათ.

"ირანის მცდელობები შეარყიოს გლობალური უსაფრთხოება სახიფათო და მიუღებელია. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ირანს, შეწყვიტოს უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის მხარდაჭერა". - თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლამიმ.

სანქციები კიდევ უფრო შეზღუდავს Iran Air-ის პირდაპირ კომერციულ საჰაერო მიმოსვლას დიდ ბრიტანეთში. ბრიტანეთმა ასევე დაუწესა სანქციები რუსულ სატვირთო გემ PORT OLYA-3-ს რუსეთისთვის სამხედრო მარაგების ტრანსპორტირებაში მისი როლის გამო.

მანამდე, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ გამოაცხადეს, რომ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს უგზავნიდა და საპასუხოდ სანქციები დააანონსეს.

10 სექტემბერს ირანიდან ფიზიკურ პირებსა და იურიდიულ სუბიექტებს სანქციები აშშ-ს სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტებმაც დაუწესეს. მიზეზი ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების პროცესებში აღნიშნული სუბიექტების პირდაპირი მონაწილეობა იყო. 

კომენტარები