დიდი ბრიტანეთი-ირანი

დიდმა ბრიტანეთმა ირანის ოფიციალურ პირებს მორიგი სანქციები დაუწესა

24 აპრილს, დიდმა ბრიტანეთმა ირანის ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა. ისინი ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებლები. 

"დიდი ბრიტანეთი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დღეს კიდევ ერთხელ ცხადყოფენ, რომ ჩვენ არ უგულებელყოფთ [ირანის] რეჟიმის მკაცრ ზომებს". - თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ.

2022 წლის ოქტომბრიდან გაერთიანებულმა სამეფომ 70-ზე მეტი ირანელი ოფიციალური პირი და ორგანიზაცია შეიყვანა სანქციების სიაში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. ირანთან დაკავშირებული პირების საერთო რაოდენობა 300-ზე მეტია. ეს სია IRGC-ს, ირანის გენერალურ პროკურორს და მორალის პოლიციას მოიცავს.

დიდი ბრიტანეთის ახალი სანქციები KIR-ის ოთხ მეთაურს ეხება, რომელთა ხელმძღვანელობით უიარაღო მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს. მეთაურები ასევე მონაწილეობენ მომიტინგეების დაკავებასა და წამებაში.

სანქციების სიაში მოჰამად ნაზარ აზიმი, ჰაბიბ შაჰსავარი, მოჰსენ კარიმი და აჰმად კადემი მოხვდნენ.

"ეს სანქციები უზრუნველყოფს, რომ ჩამოთვლილ პირებს შეეზღუდოთ დიდ ბრიტანეთში გამგზავრება. ამასთან, გაერთიანებულ სამეფოში არსებული მათი ნებისმიერი აქტივი გაიყინება". - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები