დიდი ბრიტანეთი-ირანი

ირანის ახალ პრეზიდენტსა და კირ სტარმერს შორის სატალეფონო საუბარი შედგა

13 აგვისტოს ირანის ახალ პრეზიდენტ მასუდ ფეზეშკიანსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც ცნობილია, მათ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობასა და ომის რისკებზე ისაუბრეს. Sky News-ის ცნობით, საუბარი დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა. გავრცელებული ინფორმაციით, სტარმერი 13 აგვისტოს დილას ასევე ესაუბრა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ევროპელ კოლეგებს. 

კირ სტარმერის ოფისის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა მასუდ ფეზეშკიანს უთხრა, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი არავის ინტერესში არაა. სტარმერმა ირანის პრეზიდენტს ასევე მოუწოდა, თავი სეიკავონ ისრაელზე თავდასხმისგან და ყველას ფოკუსი დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე უნდა იყოს.

ბოლო კვირების მანძილზე ირანის წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ისინი ისრაელს თავს დაესხმებიან. ამის მიზეზია ისრაელის სპეცოპერაცია, როდესაც პრეზიდენტ მასუდ ფეზეშკიანის ინაუგურაციისთვის თეირანში ჩასული ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანია მოკლეს. 

კომენტარები