რუსული რეჟიმი

მაჭარაშვილი ოპოზიციის წერილზე: თოვლის ბაბუას გაუგზავნონ, რომ რაღაც საჩუქრები მაინც მიიღონ

სამწუხაროდ, არ მიკვირს ამ ხალხის მხრიდან ქვეყნის გაშავების მცდელობები  - ეს იქნება ბრიუსელში, ვაშინგტონში თუ ნებისმიერ ქვეყანაში.

მტრობს ეს ხალხი ქვეყანას და ამას, სამწუხაროდ არც მალავს - ეს რაც შეიძლება, რომ ითქვას ამ წერილთან დაკავშირებით.

მეორეს მხრივ, ეს წერილი და მათი სურვილები, რომ "იქნებ, როგორმე ხელისუფლებაში ჩვენ მოგვიყვანოთ", შანსი ამის ერთადერთი არის ის, რომ წინასაახალწლოდ გაუგზავნონ ეს წერილი თოვლის ბაბუას, რომ რაღაც საჩუქრები მაინც მიიღონ იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, ვერ მიიღებენ, რასაც ჰქვია ამ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა.

ასე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის სატელიტი პარტიის წევრი, გურამ მაჭარაშვილი 4 პროდასავლური ოპოზიციური პარტიის (კოალიცია ცვლილებისთვის, ძლიერი საქართველო, ენმ და გახარია -  საქართველოსთვის ) წერილს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საკითხზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოსეფ ბორელის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მიმართ.

კომენტარები