ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოში არსებული ვითარების განხილვა მიმდინარეობს.
შეხვედრის დღის წესრიგის მიხედვით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები, პირველ რიგში, უკრაინის საკითხს განიხილავენ, რის შემდეგაც საქართველოზეც იმსჯელებენ.
"საბჭოზე ერთმანეთს გაუზიარებენ ხედვებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე, 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე.
შეხვედრის დაწყებამდე, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი საბჭოს იმ დახმარების პროგრამების შეწყვეტას სთავაზობს, "რომელიც მიდის საქართველოს მთავრობასთან".
"100 მილიონ ევროზე მეტი იქნება გაყინული და მთავრობისთვის მიწოდების ნაცვლად, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მიეწოდება". - განაცხადა ბორელმა.