დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ჰეზბოლამ მოჰამად აფიფის სიკვდილი დაადასტურა

ჰეზბოლას ტერორისტულმა დაჯგუფებამ ჰასან ნასრალას მედია მრჩევლის, მოჰამად აფიფის სიკვდილი დაადასტურა. აფიფი ბეირუთის ცენტრში რას ალ-ნააბას რაიონში ერთ-ერთ შენობაზე ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მიერ მიტანილი საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა.

აფიფი დიდი ხნის განმავლობაში იყო ჰეზბოლას ყოფილი გენერალური მდივნის, ჰასან ნასრალას მედია მრჩეველი. ცნობისთვის, ნასრალა მიმდინარე წლის სექტემბერში ისრაელის ძალებმა ავიადარტყმის დროს მოკლეს.

აფიფი, ჰეზბოლას ტერორისტული დაჯგუფების მედიასთან ურთიერთობის ოფისის ხელმძღვანელობის დაკავებამდე, რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჰეზბოლას სატელევიზიო სადგურ ალ-მანარს.

კომენტარები