როგორც ირანული სამთავრობო მედია IRNA წერს, მათთან საუბრისას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ ამერიკელი ბიზნესმენს, ილონ მასკსა და ირანის ელჩს, ამირ საიდ ირავანის შორის შეხვედრის შესახებ ამერიკულ მედიაში გავრცელებული ცნობები "კატეგორიულად უარყო".
გამოცემა წერს, რომ ბაღაის თქმით, ეს "ცრუ ცნობებია".
"ბაღაიმ გაკვირვება გამოხატა ამერიკული მედიების მიერ სავარაუდო შეხვედრის შესახებ ცნობების ფართო გავრცელებაზე". - წერს IRNA.
მანამდე, გამოცემა New York Times-ის ორ ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ამერიკელი ბიზნესმენი და აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის ახლო მოკავშირე, ილონ მასკი, 11 ნოემბერს გაეროში ირანის ელჩს, ამირ საიდ ირავანის, შეხვდა.
შეხვედრასთან დაკავშირებით კითხვაზე ტრამპის კომუნიკაციების დირექტორმა, სტივენ ჩენგმა, განაცხადა, რომ კომენტარს არ გააკეთებდნენ იმ ცნობებზე, რომელიც დახურული შეხვედრის ჩატარება-არ ჩატარებას ეხებოდა.





