მოქალაქე ნანა ჩხეიძის თქმით, კახა კალაძე მის შვილს თბილისში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ფიზიკურად გაუსწორდა - მომხდარზე ინფრომაციას გადაცემა ნოდარ მელაძის შაბათი ავცრელებს.
მელაძის შაბათის ინფორმაციით, კალაძემ ფიზიკური შეურაცყოფა სანდრო ჩხეიძეს მიაყენა. თავად ჩხეიძემ TV პირველთან საუბარში თქვა, რომ ფაქტს "არც ადასტურებს, არც უარყოფს”.
სანდრო ჩხეიძის დედამ, ნანა ჩხეიძემ TV პირველთან ფაქტი დაადასტურა და თქვა, რომ საპირფარეშოსკენ მიმავალ მის შვილს კახა კალაძე "თავზე დაახტა".
"მე ხომ მხოლოდ ფაქტი გავიგე. და საქმე იმაშია, თავხედია კალაძე და მიიღო შუა თითი. მე ასე ვიცი, შუა თითი აჩვენა. და ამის შემდეგ დაახტა თავზე [კალაძე].
[...] ჩემი შვილი ტუალეტისკენ მიდიოდა და აქ უკვე დააფრინდა თავზე. სათვალე დაემტვრა" - ამბობს ჩხეიძე.
ქალის თქმით, კალაძემ მის შვილთან "ვაკელი ძველი ბიჭები" გაგზავნა. ტელევიზია სიუჟეტში აღნიშნავს, რომ ნანა ჩხეიძე ფარულად ჩაწერეს.
TV პირველის ცნობით, მომხდარის შესახებ კახა კალაძეს რამდენჯერმე ჰკითხეს, თუმცა მას კომენტარი არ გაუკეთებია.