მარნეული

მარნეულში მცირეწლოვან ბავშვს, სავარაუდოდ აგური დაეცა და დაიღუპა

მარნეულში, სოფელ ალგეთში, სავარაუდოდ აგურის დაცემის შედეგად, ორი წლის ბავშვი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სახლში მოხდა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდიარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 2-4 წლამდე.

კომენტარები