2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

FBI-ს თქმით, საარჩევნო უბნებში ბომბებზე ცრუ შეტყობინებები რუსული დომენებიდან შემოვიდა

აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ბომბების არსებობის შესახებ ცრუ განგაშზე შეტყობინებებზე პასუხისმგებელი შესაძლოა რუსეთი იყოს.

"FBI რამდენიმე შტატის საარჩევნო უბანზე ბომბების [არსებობასთან დაკავშირებით] ცრუ განგაშის შესახებ ცნობების საქმის კურსშია, რომელთაგანაც დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, რუსული E-mail-ის დომენებიდან მოდის". - განაცხადა სააგენტომ.

FBI-ის თქმით, ამ დროისთვის ბომბების არსებობის შესახებ გავრცელებული არცერთი ცნობა არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.

მანამდე, აშშ-ს ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანმა, ბრედ რაფენსპერგერმა, განაცხადა, რომ მცდარი ცნობები, რომლებმაც შტატის ორ საარჩევნო უბანზე დროებით ხმის მიცემის პროცესი შეაყოვნა, რუსული წარმოშობის იყო.

ფულტონის ოლქის პოლიციის მიხედვით, ქალაქ ატლანტის სიახლოვეს, იუნიონ სიტის რამდენიმე საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემა დროებით საფრთხის შესახებ შემოსული მცდარი ცნობების გამო შეწყდა.

კომენტარები