2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

დონალდ ტრამპმა აშშ-ს არჩევნებში ხმა მისცა

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მეუღლე, აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი, მელანია ტრამპი ფლორიდაში 2024 წლის არჩევნებში ხმის მიცემისას
Brian Snyder/Reuters

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტი და 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი ფლორიდაში საარჩევნო უბანზე მივიდა და ხმა მისცა. ტრამპს თან ახლდა მისი მეუღლე და აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი, მელანია ტრამპი.

ბიულეტენის ჩაგდების შემდეგ მან პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი საკუთარ გამარჯვებაში "ძალიან დარწმუნებულია" და რომ "[რბოლა] ახლოსაც არ იქნება".

მან ასევე იმედგაცრუება გამოხატა, რომ არჩევნების შედეგების დათვლას, შესაძლოა, დიდი დრო დასჭირდეს.

ამერიკა ირჩევს თავისუფალი სამყაროს ლიდერს – რა უნდა იცოდეთ

კომენტარები