Washington Post აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე წინასაარჩევნო გამოკითხვების საშუალო მაჩვენებლებს აქვეყნებს, რომლებსაც თავისი მეთოდოლოგიით ითვლის.
გამოცემა საზოგადოებრივი დამოკიდებულების სავარაუდო მაჩვენებლის დასადგენად შტატებისა და მთლიანი ქვეყნის დონეზე ჩატარებულ გამოკითხვებსა და შტატებში წინა არჩევნებზე გამოვლენილ შედეგებს ეყრდნობა.
Washington Post ამ არჩევნებზე ყურადღებას შვიდ ე.წ. მერყევ შტატზე (swing states) ამახვილებს, რომლებშიც აშკარა გამარჯვებული წინასწარ არ იკვეთება. ამ შტატებში, როგორც დემოკრატმა კანდიდატმა, კამალა ჰარისმა, ისე რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა შეიძლება მოიგონ.
ეს ე.წ. მერყევი შტატებია: ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია, ნევადა, ვისკონსინი, ჯორჯია, არიზონა და მიჩიგანი.
აშშ-ში ელექტორალური კოლეგია მოქმედებს და საპრეზიდენტო არჩევნები არა მთლიან მოსახლეობაში ხმათა მარტივი უმრავლესობით, არამედ შტატების ნების გამომხატველი ელექტორალური კოლეგიის უმრავლესობით წყდება. ამიტომ, არჩევნების სავარაუდო ტრაექტორიის გასარკვევად ამ ე.წ. მერყევი შტატების გამოკითხვები ეროვნულ გამოკითხვების გათვალისწინება მნიშვნელოვანი არის.
Washington Post-ის მოდელით, ჰარისი შვიდი მერყევი შტატიდან ოთხში ლიდერობს:

გამოცემის მიხედვით, გამოკითხვების საშუალო მაჩვენებლები შემდეგია:
- ჩრდილოეთ კაროლინა: ტრამპი 1%-ზე ნაკლებით ლიდერობს (უფრო ზოგადად, გამოცემის მოდელი სავარაუდო საზოგადეობრივ მხარდაჭერას ტრამპის 8%-იან უპირატესობასა და ჰარისის 6%-იან უპირატესობას შორის ათავსებს)
- პენსილვანია: ჰარისი 1%-ზე ნაკლებით ლიდერობს (სავარაუდო მხარდაჭერა ტრამპის 6%-იან უპირატესობასა და ჰარისის 8%-იან უპირატესობას შორის არის)
- ნევადა: ჰარისი 1%-ით ლიდერობს (სავარაუდო მხარდაჭერა ტრამპის 7%-იან უპირატესობასა და ჰარისის 9%-იან უპირატესობას შორის არის)
- ვისკონსინი: ჰარისი 2%-ით ლიდერობს (სავარაუდო მხარდაჭერა ტრამპის 6%-იან უპირატესობასა და ჰარისის 9%-იან უპირატესობას შორის არის)
- ჯორჯია: ტრამპი 2%-ით ლიდერობს (სავარაუდო მხარდაჭერა ტრამპის 10%-იან უპირატესობასა და ჰარისის 5%-იან უპირატესობას შორის არის)
- არიზონა: ტრამპი 2%-ით ლიდერობს (სავარაუდო მხარდაჭერა ტრამპის 10%-იან უპირატესობასა და ჰარისის 5%-იან უპირატესობას შორის არის)
- მიჩიგანი: ჰარისი 2%-ით ლიდერობს (სავარაუდო მხარდაჭერა ტრამპის 5%-იან უპირატესობასა და ჰარისის 10%-იან უპირატესობას შორის არის)
როგორც Washington Post აღნიშნავს, შტატების მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3.5% არის.
ეროვნული გამოკითხვების ანალიზი, თავის მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებაში ზოგადი დამოკიდებულების დანახვისთვის არის სასარგებლო.
გამოცემის თანახმად, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, ჰარისი ტრამპს 2 პუნქტით უსწრებს.
Washington Post თავისი საშუალო მაჩვენებლის გამოთვლისას 79 გამოკითხვას დაეყრდნო, რომლებიც სხვადასხვა მედიებმა და ორგანიზაციებმა ჩაატარეს. მათ შორის ოქტომბერსა და ნოემბერში ჩატარებული უახლესი გამოკითხვები შემდეგია:
- Reuters-Ipsos: ტრამპი - 48%, ჰარისი - 50% (1-3 ნოემბერი, 973 გამოკითხული)
- NPR/PBS NewsHour/Marist: ტრამპი - 47%, ჰარისი - 51% (31 ოქტომბერი - 2 ნოემბერი, 1 297 გამოკითხული)
- NBC News: ტრამპი - 49%, ჰარისი - 49% (30 ოქტომბერი - 2 ნოემბერი, 1 000 გამოკითხული)
- ABC-Ipsos: ტრამპი - 46%, ჰარისი - 49% (29 ოქტომბერი - 1 ნოემბერი, 2 267 გამოკითხული)
- Yahoo/YouGov: ტრამპი - 48%, ჰარისი - 49% (29-31 ოქტომბერი, 1 074 გამოკითხული)
- Economist/YouGov: ტრამპი - 47%, ჰარისი - 49% (26-29 ოქტომბერი, 1 310 გამოკითხული)
- CBS News: ტრამპი - 49%, ჰარისი - 50% (23-25 ოქტომბერი, 2 154 გამოკითხული)
- CES/YouGov: ტრამპი - 47%, ჰარისი - 51% (1-25 ოქტომბერი, 5 000 გამოკითხული)
- NYT/Siena College: ტრამპი - 48%, ჰარისი - 48% (20-23 ოქტომბერი, 2 516 გამოკითხული)
- CNN: ტრამპი - 47%, ჰარისი - 47% (20-23 ოქტომბერი, 1 704 გამოკითხული)
- Wall Street Journal: ტრამპი - 47%, ჰარისი - 45% (19-22 ოქტომბერი, 1 500 გამოკითხული)
- The Times (UK)/SAY/YouGov: ტრამპი - 45%, ჰარისი - 48% (18-21 ოქტომბერი, 1 189 გამოკითხული)
- Monmouth University: ტრამპი - 44%, ჰარისი - 47% (17-21 ოქტომბერი, 802 გამოკითხული)
- CNBC: ტრამპი - 48%, ჰარისი - 46% (15-19 ოქტომბერი, 1 000 გამოკითხული)
- Suffolk University/USA Today: ტრამპი - 49%, ჰარისი - 50% (14-18 ოქტომბერი, 1 000 გამოკითხული)
- CMC-Rose Institute: ტრამპი - 46%, ჰარისი - 51% (7-17 ოქტომბერი, 5 000 გამოკითხული)
- Fox News: ტრამპი - 50%, ჰარისი - 48% (11-14 ოქტომბერი, 870 გამოკითხული)
- Fairleigh Dickinson Univ.: ტრამპი - 47%, ჰარისი - 50% (8-14 ოქტომბერი, 806 გამოკითხული)
- Pew Research Center: ტრამპი - 47%, ჰარისი - 48% (30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი, 4 025 გამოკითხული)