პარლამენტთან შეკრებილები ბარათიშვილის ხიდისკენ მართავენ მსვლელობას. როგორც აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა, ძლიერი საქართველოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, "ეს არის გამაფრთხილებელი პიკეტი".
"მსგავსი გაგრძელდება ყოველდღიურად. ხელისუფლებას ექნება ძალიან სერიოზული დისკომფორტი, ეს გაიშლება მთელი ქალაქის მასშტავით, გაიშლება მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთადერთი გზა არის.
კითხულობს ხალხი, რა არის გეგმა, ეს არის გეგმა - ერთად დგომა და იმის კეთება, რომ მშვიდობიანად შევუქმნათ სერიოზული და წინააღმდეგობრივი პროტესტი ამ მოღალატე ხელისუფლებას, დაიწყება დღეს აქედან, ხვალ სხვა ლოკაციები იქნება და ასე გაგრძელდება" - თქვა მამუკა ხაზარაძემ ფორმულასთან.





