რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ცნობილი უკრაინელი დრამერი ომში დაიღუპა

მიკოლა სოსტინი

უკრაინაში ცნობილი ხარკოველი დრამერი, მიკოლა სოსტინი, ზედმეტსახელად ამორთი ფრონტის ხაზზე დაიღუპა.

ინფორმაცია მუსიკალური ჯგუფ, Заводь-ის გიტარისტმა, ალექსი კოვალევმა გაავრცელა. კოვალევი და სოსტინი ერთ ჯგუფში უკრავდნენ.

39 წლის მიკოლა სოსტინი ბოლო ათწლეულებში რამდენიმე ცნობილ უკრაინულ ბენდში უკრავდა. 2004-2006 წლებში ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უკრაინული ბლექ მეტალ ბენდის, Drudkh-ის დრამერი იყო.

Censor.net-ის ცნობით, სოსტინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 2024 წლის აგვისტოში შეუერთდა და 25-ე ცალკეულ საჰაერო-სადესანტო ბრიგადაში მსახურობდა.

კომენტარები