2024 წლის მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნები

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუმ გაიმარჯვა

AP

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა.

ახლანდელი მონაცემებით, სანდუმ ხმების 55.4% მოიპოვა, მისმა მოწინააღმდეგემ, პრორუსმა პოპულისტმა კანდიდატმა, ალექსანდრ სტოიანოგლომ კი ხმების 44.6% მიიღო. ჯამში ამომრჩეველთა ხმების 99.82% არის დათვლილი.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიხედვით, ამჟამინდელი მოცემულობით, სანდუმ 929 722 ხმა მოიპოვა, სტოინაოლგომ კი 748 601 ხმა მიიღო. 

ამჟამინდელი მონაცემებით, არჩევნებში საზღვარგარეთ 325 564-მა ადამიანმა მისცა ხმა, რაც მოლდოვისთვის რეკორდული მაჩვენებელია. 

მანამდე, მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, სტანისლავ სეკრიერუმ განაცხადა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რუსეთის მხრიდან ჩარევა "მასობრივად" მიმდინარეობდა.

კომენტარები