წინასწარი მონაცემებით, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ ხმების 50.49%-ით ლიდერობს.
მეორე ადგილზე მისი პრორუსი პოპულისტი კანდიდატი ალექსანდრ სტოიანოგლოა, ხმების 49.51%-ით.
სანდუსა და სტოიანოგლოს შორის ხმების სხვაობა ამ დროისთვის 14 098-ია.
ამჟამად ქვეყნის შიგნით უბნების 99%-ზე მეტია დათვლილი, თუმცა, დასათვლელი რჩება დიასპორის 250 000+ ხმა, სადაც მაია სანდუს მხარდაჭერა ამ დროისთვის 85%-ს აღწევს.
წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში საზღვარგარეთ 323 000-ზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა, რაც მოლდოვისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
მანამდე, მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, სტანისლავ სეკრიერუმ განაცხადა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რუსეთის მხრიდან ჩარევა "მასობრივად" მიმდინარეობდა.





