ვეთანხმები გია ნოდიას იმაში, რომ უფრო ევრაზიული ქვეყანა გავხდით, ვიდრე ევროპული. დღეს ასეა. ასე გამოიყურება. დღეს წავიკითხე ძვირფასი განცხადება, რომ იმედი აქვთ, საქართველო დსთ-ში დაბრუნდება და ა.შ.
მაგრამ, ნუ, ვყოფილვართ უარეს მდგომარეობაშიც და გამოსავალზე გვიფიქრია, ჰოდა, დღესაც არსებობს გამოსავალი და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ყველაფერი, ანუ ასე გაყალბება, ივანიშვილი არჩევნებს გვახევს და ამისი გაკეთება შეუძლია იმიტომ, რომ ოპოზიციური სპექტრი არის სუსტი და არ ემზადება სწორად არჩევნებისთვის, ანუ არჩევნებიდან არჩევნებამდე არ მუშაობს იმისთვის, რომ არჩევნები არ გაყალბდეს, რომ მათ ჰყავდეთ იდეური მხარდამჭერები, რომ მათ ჰყავდეთ ისეთი კომისიის წევრები, რომლებიც იქ 200 ლარის გამო ან თავისი ბიძაშვილის მამიდაშვილი რომაა იმიტომ კი არ არის, არამედ იმიტომ, რომ ამ პარტიის შინაარსს იზიარებს.
ამისი გამოსწორების გზები არსებობს, თუ პარტიები გააკეთებენ შიდა პარტიულ რეფორმებს და დაიწყებენ ფიქრს იმაზე, როგორ გახდნენ თანამედროვე პარტიები იმისთვის, რომ შეძლონ კრიზისით სარგებლობა და ცვლილებები შეძლონ, ცვლილებები მოიტანონ.
იმიტომ, რომ ის ხმები ერთია, რომ მე და, ვთქვათ, ჩემი მეგობრები ქუჩაში გავდივართ და ვიძახით, რომ რუსული კანო ცუდია და ... მეორეა, რომ ჩვენი ხმით ვიღაც უნდა გავაძლიეროთ და ვიღაცას უნდა ძალა მივანიჭოთ. რაღაც სტატუს კვოში რომ ვართ, შენი შვილისთვის კანფეტი რომ მიგაქვს, სადღაც რომ მოგზაურობ, სადღაც რომ დადიხარ და ასე რომ ხედავ სამყაროს, ზედაპირულად ძალიან, ეს ყველაფერი უნდა შეცვალო და ხმა მისცე ვის? რას მისცე ხმა? შენი ძვირფასი რაღაც უნდა გაჩნდეს ხომ, იმ პროცესში რაღაც შენთვის ძვირფასს უნდა აკეთებდნენ. [...] სტატუს კვო მიკერძოება არსებობს თავისთავად, ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი ფორა აქვს.
იმისი თქმა მინდა, რომ გამოსავალი არსებობს, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის იოლი, არ არის მოკლე, ოღონდ არის ყველაზე მოკლე, რაც შეიძლება პოლიტიკოსმა დაგეგმოს.
პოლიტიკოსმა შეიძლება, რომ აშენოს საკუთარი პარტია, გააძლიეროს საკუთარი პარტია, მოუტანოს მას მხარდაჭერა, ჰყავდეს რეალური მხარდამჭერი.
[...] მე თვითონ გავლილი მაქვს ეს პროცესი. ახლა, რა საკვირველია, მეტი რესურსი რომ გვქონდა, უფრო მძლავრად გავივლიდით ამ ყველაფერს, მაგრამ ვინც მე მისმენს, ყველამ იცით, რომ ჩვენი რეიტინგი გაიზარდა.