ლატვია

რიგაში რუსი სარდლის ბარკლაი-დე-ტოლის ძეგლი აიღეს

ლატვიის დედაქალაქში, რიგაში რუსი სარდლის მიხეილ ბარკლაი-დე-ტოლის ქანდაკება აიღეს. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ვილნის კირსისმა თავის X-ზე დაწერა.

"ესპლანადას მოედანი თავისუფალია რუსული იმპერიალიზმის სიმბოლოსგან" - წერს რიგის მერი და ქანდაკების დემონტაჟის ფოტოებს აქვეყნებს.

ბარკლაი-დე-ტოლის რეალური ზომის ქანდაკება ლატვიის დედაქალაქში 1913 წელს ნაპოლეონის წინააღმდეგ ომში გამარჯვების 100 წლის თავის აღსანიშნავად დაიდგა.  ქანდაკება ესპლანადას მოედანზე, ლატვიის მთავრობის შენობის მოპირდაპირე მხარეს იდგა.

კომენტარები