არჩევნები 2024

ორბანი: არავის უნდა უაზრო ომში ჩართვა, ქართველმა ხალხმა აირჩია მშვიდობა

ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. უნგრეთი არის მშვიდობისმოყვარე ქვეყანა ევროპაში და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენ მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ. არავის უნდა თავისი ქვეყნის დანგრევა დაუაზრო ომში ჩართვა. ამიტომ, გვესმის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო, რომელმაც არჩევანი მშვიდობის მიმართულებით გააკეთა. უნგრეთშიც ასეა. 

ამბობს უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ირაკლი კობახიძესთან ერთად თბილისში გამართულ ბრიფინგზე. ორბანი საქართველოში გუშინ, 28 ოქტომბერს ჩამოვიდა.

კომენტარები