ძალიან ძნელია, რომ გადაჭარბებით შეაფასო პრეზიდენტის განცხადების მნიშვნელობა იმიტომ, რომ მთელი დასავლური სამყაროსთვის და ცივილიზაციური სამყაროსთვის, პრეზიდენტის მიერ განხორციელებული შეფასება არის ისეთი ვერდიქტი, რომელიც გათვალისწინებული იქნება ყველას მიერ ასეთ არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან ურთიერთობის გადაწყვეტილების მიღებისას. ამიტომ, ეს შეფასება და ეს ვერდიქტი, რომელიც დღეს გააჟღერა სალომე ზურაბიშვილმა, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი შემდგომი პერიოდისთვის. [...]
ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ მიიტაცეს საარჩევნო პროცესი და ფიქრობენ, რომ შერჩებათ, იქნება ძალიან მწარე იზოლაციის პერიოდი და ძალიან დიდ ფასს გადაიხდიან. უნდა გვესმოდეს, რომ ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, ძალიან უარყოფითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. [...] სამწუხაროდ, არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში, მოსალოდნელია, ქვეყანას შეექმნას მძიმე ეკონომიკური პრობლემები, ეს ყველას უნდა გვესმოდეს, იმიტომ, რომ არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან შეიძლება იურთიერთოს მხოლოდ რუსეთმა, ჩრდილოეთ კორეამ და მსგავსმა რეჟიმებმა. შესაბამისად, ვერაფერი სასიკეთო არალეგიტიმური ხელისუფლებისგან ვერ განხორციელდება ქვეყნისთვის. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ ამ საფრთხეს. [...]
ჩვენ უნდა დავიცვათ ის გამარჯვება, რომელიც ქართველმა ხალხმა მოიპოვა გუშინ, რომლის მოპარვას ცდილობს ივანიშვილი და მისი ხელისუფლება. ჩვენი ამოცანაა სწორედ იმ ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვა, ვალდებულებაა ეს, მათ მიერ მოპოვებული გამარჯვების დაცვა, რომელიც გუშინ დადგა და რომელიც ურცხვად მიიტაცა ქართულმა ოცნებამ, დროებით. ქართველი ხალხის ნებამ უნდა იზეიმოს. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ დავიცვათ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ხმა და ნება.





