არჩევნები 2024

გვარამია: უნდა შევიკრიბოთ ბევრი და ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ პრეზიდენტი საუბრობს ხალხის სახელით

მე არ მგონია, რომ დღეს საქართველოში ვინმეს შეეძლო ამგვარი განცხადების გაკეთება. საქართველოს პრეზიდენტი არის ერთადერთი კონსტიტუციური ინსტიტუცია ქვეყანაში, რომელიც ზრუნავს საქართველოში დემოკრატიაზე, ქართველ ხალხზე და საქართველოს დასავლურ მომავალზე. ეს არის ერთადერთი, კვლავ ვიმეორებ, კონსტიტუციური ინსტიტუცია და დამოუკიდებელი თანამდებობის პირი, ამ თვალსაზრისით.

მე ვფიქრობ, რომ შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი იყო ასევე ძალიან დროული და ძალიან ადეკვატური და ასევე ვფიქრობ, რომ ინიციატივა უნდა აეღო პრეზიდენტს და მან ეს გააკეთა.

ძალიან რთული მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ჩვენი გადარჩენა. ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა არჩევანი - ან ყველაფერი, ან არაფერი. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, რომ მას იგივეთი არ ვუპასუხოთ. საქართველო უნდა გადარჩეს. ეს არის ჩვენი ისტორიული დანიშნულება, ამ თაობების, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის, რომლის ოჯახი არის მსხვერპლი რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის პირველი რესპუბლიკის დროს. ახლა, მეორე რესპუბლიკაში, როცა ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი, ის არ აძლევს საკუთარ თავს უფლებას, რომ ხელმეორედ ეს დაუშვას. [...]

გეგმა არის ერთი, უნდა შევიკრიბოთ ბევრი და უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ საუბრობს მხოლოდ საკუთარი სახელით, ან იმ პარტიების სახელით, რომელიც დღეს იდგა პრესკონფერენციაზე. ის საუბრობს ქართველი ხალხის სახელით და ამ განცხადებას სჭირდება ვალიდაცია. ვალიდაცია ხალხის მიერ და ამ ხალხს ველოდებით ხვალ ყველანი. ჩვენც იქ მივდივართ, როგორც საქართველოს მოქალაქეები.

თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ მთავარ არხთან.

კომენტარები